პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში უმცირესობა უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი და 17-კაციან კომისიაში 9 ადგილი “ევროპული საქართველოს” წევრებს ექნება. საგამოძიებო კომისიაში ჩართვას უნდობლობის გამო არ გეგმავს ''ნაციონალური მოძრაობა”.
ირაკლი შოთაძისა და მირზა სუბელიანის გარდა დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა სავარაუდოდ მაღალჩინოსნებსაც მოუწევთ. პარლამენტის წევრების თქმით, მათი სია ვრცელია.