ია მეტრეველი თვლის, რომ ზაზა სალარიძე შეცდომაშია შეყვანილი და ის პოლიტიკური პარტიის მძევალია.
"ზაზა სარალიძე არის შეცდომაში დააბნიეს და შეცდომაში შეიყვანეს. ''ნაციონალური მოძრაობისთვის'' ადამიანის სიცოცხლე ჩირის ფასია, მე მინდა ზაზას ვუთხრა ნებისმიერ დროს გაწირავენ თუ დასჭირდა ნამ პარტიას, ის ნაციონალური მოძრაობის მძევალია დღეს. ჩვენ არ გვინდა და არ დავუშვებთ რევოლუციას და ნაცმოძრაობის რევანშს. აქ ვდგევართ ის ხალხი, ვინც ვებრძოდით 9 წლიან სისხლიან რეჟიმს.
მინდა მივმართო ქართულ ოცნებას, კოჰაბიტაცია მოახდინეთ და ეს თავხედები თავზე გვაზიან, ეს არის თქვენი ბრალი. მე თანავუგრძნობ ზაზას მაგრამ იქ ვერ დავდგები, სადაც სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები დგანან რევანშის სურვილით" - განაცხადა ბუტა რობაქიძის დედამ.
მისი თქმით, ის 14 წელია სამართალს ეძებს. "ზაზას გვერდით დგას მთელი საქართველო, ვითხოვ ხელისუფლებამ გამოასწოროს შეცდომა, დასაჯოს ყველა დამნაშავე და გაათავისუფლოს ძველი კადრებისგან სამართალდამცავი უწყებები" - ამბობს მეტრეველი.