ქოსოფელში დაზიანებული ხიდის რეაბილიტაციას ითხოვენ. სოფლის ოთხ ოჯახთან დამაკავშირებელი ერთადერთი უმოკლესი გზა მწყობრიდანაა გამოსული.
მოსახლეობის ინფორმაციით ხიდით ყოველდღიურად სკოლის მოსწავლეები და ბაღის აღსაზრდელებიც სარგებლობენ. ქედის მერის განმარტებით ხიდის რეკონსტრუქციისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია და სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება