„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე მოსამართლემ სრულად გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა და ბრალდებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულებს მაია და გუკა რჩეულიშვილებს, ასევე სალომე ჩარკვიანს და ირაკლი მინდელს მოსამართლე რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით პატიმრობა შეეფარდაათ. მაია რჩეულიშვილი გუშინ სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.