სოლიდარობის აქცია

01 ივნისი 2018, 00:00 1505 ნახვა

ქედაში სოლიდარობის აქცია გაიმართა. სოფელ ჩეტკიძეებში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს საცხოვრებლის მშენებლობაში და გადახურვით სამუშაოებში მერიის თანამშრომლები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები დაეხმარნენ.

დიასამიძეების ოჯახს ქედის მერიამ თუნუქის ფურცლები გადასცა. ექვსწევრიანი ოჯახი ქედის მერიას, ამ დროისთვის,  ქირით ყავს გაყვანილი. ოჯახს საცხოვრებელი 12 თებერვალს ხანძარმა გაუნადგურა, საცხოვრებლის მეორე სართული ხის ფიცრულით იყო აგებული.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი