აქციაზე მისულ პრემიერ მინისტრს მოქალაქეებმა სიტყვა არ ათქმევინეს

01 ივნისი 2018, 00:00 1559 ნახვა

თბილისში აქციაზე, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "წადი, წადი,  ტყუილები არ გვჭირდება"

​"პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის ჩირის ფასია სკამი და კაბინეტი. მე გეტყვით გადაწყვეტილებას, პ... მომისმინეთ, ჩემთვის... დამაცადეთ საუბარი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესმა სამართლებრივი განვითარება ჰპოვებს, ამიტომ ... მომისმინეთ, პირველი, ხვალ დილიდან საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდება'' - ეს არის პირველი შეთავაზება რაზეც საუბარი პრემიერ მინისტრმა მოასწრო. 

აქციის მონაწილეები სკანდირებენ წადი და გიორგი კვირიკაშვილს განცხადების გაკეთების უფლებას არ აძლევენ.
საქართველოს პარლამენტთან მთავრობის მეთაური რამდენიმე წუთის წინ მივიდა. მოკლული მოსწავლის მამამ სთხოვა აქციის მონაწილეებს პრემიერისთვის სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცათ.

ამავე კატეგორიაში