წყლის რესურსი აჭარაში და რაციონალურად ხარჯვის გეგმა

28 მაისი 2018, 00:00 1705 ნახვა

ეკონომიკური სარგებელი დაუცველი რესურსის ხარჯზე, თუ არასათანადო კანონმდებლობა – ქვეყანაში, რომელიც საკმაოდ მდიდარია წყლის რესურსით, სასმელი წყლის დეფიციტს უჩივიან. ამაზე თითქმის ყოველდღიურად საუბრობენ მაღალმთიან აჭარაში, ფაქტს კი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას უკავშირებენ, რომლის მშენებარე კომპანიაშიც ამას უარყოფენ.

პარალელურად “მთავარის” ობიექტივში თითქმის ყოველკვირეულად ხვდება რეპორტაჟი მდინარეების საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურების შესახებ, ანუ გარდა ბიზნესმენების ჩარევისა, გარემო ფიზიკური პირებისგანაც განიცდის მოვლისა და ზრუნვის დეფიციტს.

სად გადის, ან სად უნდა გადიოდეს ზღვარი სარგებელსა და ბუნებრივი რესურსის დაცვას შორის – ამას ალბათ ახალი კანონი დაარეგულირებს, რომელიც დამუშავების ეტაპზეა და რომელშიც ევროდირექტივებიც უნდა გაითვალისწინონ. ცნობისთვის საქართველოში 26,000-ზე მეტი მდინარეა, მათ შორის უმრავლესობა მცირე ზომისაა.

მზია მართალიშვილმა მოაზმადა სიუჟეტი “საქართველოდ პოლიტიკის ინსტიტუტის” პროექტის ფარგლებში. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში