''ციანიდის'' საქმის მოწმე - სად გააქრეს პატრიარქის დაცვის უფროსი ოხანაშვილი?

28 მაისი 2018, 00:00 1816 ნახვა

"ციანიდის" საქმის მთავრი მოწმე ირაკლი მამალაძე პროკურატურასა და საპატრიარქოს მიმართავს. ის აცხადებს, რომ დღემდე ხდება ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ლობირება საპატრიარქოდან და ითხოვს უწყებამ შეისწავლოს დეკანოზის საქმიანობა, რომელიც მისი საზღვარგარეთში საქმიანობას უკავშირდება. 

" სად გააქრეს პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი​?  ტარას შავშიშვილს რა უნდოდა საპატრიარქოს დაცვაში ? (ირაკლი მამალაძე ირწმუნება, რომ მას ძალადობრივი დანაშაული აქვს ჩადენილი) რატო არ არის დღემდე გამოკვლეული დონეცკის ოლქში მამა გიორგის საქმიანობა?" - განაცხადა მამალაძემ ბრიფინგზე.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ დაისვა ეს კითხვები დღეს, მამალაძე ამბობს ტელეკომპანიებისა და ლობების მეშვეობით, ცდილობენ დეკანოზის რეაბილიტაციას, ხოლო მის (როგორც საქმის მოწმის) დისკრედიტაციას. 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში