ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე სასამართლო სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გრძელდება დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის დაკითხვა. პროკურორი კი ექსპერტის მიერ მომზადებულ დასკვნას არ ეთანხმება და ამბობს, რომ მას ტანსაცმელზე ექსპერტიზის ჩასატარებლად შესაბამისი კომპეტენცია არ გააჩნია.
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა გამოძიების ობიექტურად ჩატარების მოთხოვნით აქციის გამართვისთვის ემზადება. ზაზა სარალიძის თქმით, გამოძიებაში არაერთი კითხვა არსებობს, რომელსაც პასუხი უნდა დაეცეს და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შესაძლო დამნაშავეების მხრიდან მფარველობაზე საუბრობს