დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში აჭარის მწერალთა სახლი ჩაერთო. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილის აღსანიშნავად კონფერენცია გაიმართა. საჯარო ლექციის თემა ''26 მაისის ქრონიკები'' იყო.
საუკუნის წინანდელი მოვლენები და რესპუბლიკის შექმნის ისტორია რამაზ სურმანიძემ მიმოიხილა. ისაუბრა დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდსა და მის წინაპირობაზე, ასევე იმ საზოგადო მოღვაწეებზე, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა.
ორგანიზატორებმა დღევანდელი ღონისძიება რამაზ სურმანიძის იუბილეს დაუკავშირეს. ისტორიკოსი, მეცნიერი და მწერალი რამაზ სურმანიძე 85 წლის გახდა.