''ზაფხული იწყება აქ'' - ტურისტული სეზონი 3 ივნისს გაიხსნება

22 მაისი 2018, 00:00 3779 ნახვა

,,ზაფხული იწყება აქ”- ტურისტული სეზონი 3 ივნისს ზაფხულის ფესტივალით გაიხსნება. ღონისძიების მთავარი ლოკაცია ანბანის კოშკის მიმდებარედ, ზღვის სანაპიროა. ტერიტორია ფერადი და საზაფხულო დეკორაციებით გაფორმდება. დაგეგმილია 20-მდე სხვადსხვა ტიპის აქტივობა. ღონისძიებები 12 საათზე დაიწყება და ღამის სამ საათამდე გაგრძელდება. მთელი დღის განმავლობაში თქვენს განწყობაზე როგორც უცხოელი ასევე ქართველი შემსრულებლები იზრუნებენ.

საღამოს პროგრამა კარნავალით გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობს გერმანული საცეკვაო დასი. დაგეგმილია ფრანების შოუ, გასართობი ღონისძიებები, მათ შორის სპორტული აქტივობები პატარებისთვის. ყველა გასართობი ღონისძიება უფასო იქნება. ფესტივალი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. 
 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი