აჭარის სახელმწიფო ანსამბლის ვარსკვლავი გაიხსნება

11 ივლისი 2016, 00:00 4967 ნახვა

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელწიფო აკადემიური ანსამბლი 95 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დღეს ანსამბლის ვარსკვლავი და მემორიალური დაფა გაიხსნება. დაფაზე იმ 44 ხელოვანის სახელი და გვარი წერია, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მის ისტორიაში.   დაგეგმილია  კონცერტის ჩატარებაც. დასკვნითი ღონისძიება კი ქორეოგრაფიული შოუ იქნება, რომელიც ხელოვნების ცენტრში გაიმართება. აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელწიფო აკადემიური ანსამბლი 1921 წელს დაარსდა, პირველი კონცერტი კი მომდევნო წლის 11 ივლისს ჩაატარა.   

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში