მერვე დღის შემდეგ, ქართველი სუმოტორი ბაშოზე კვლავ ლიდერობს

20 მაისი 2018, 00:00 2075 ნახვა

ტოკიოში, ნაცუ ბაშოს მერვე სატურნირო დღის შეხვედრები გაიმართა. ქართველმა სუმოტორმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მორიგი გამარჯვება იაპონელ გოლიათთან - სეკივაკე იჩინოჯოსთან მოიპოვა. 

ბრძოლა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ორივე სუმოტორმა შეხვედრის დასაწყისში ერთმანეთის მავაშში ხელის ჩავლება მოახერხა და უპირატესობაც გარდამავალი იყო, თუმცა ტოჩინოშინმა მაინც დაჯაბნა მეტოქე და დოჰიოდან ჩვეული ილეთით - იორიკირით გადაიყვანა.

ამ გამარჯვებით, გორგაძემ კაჩი-კოში შეასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მიმდინარე ბაშოს ნებისმიერ შემთხვევაში დადებითი ბალანსით დაასრულებს. 

მერვე დღის შემდეგ, ქართველი სუმოტორი ბაშოზე კვლავ ლიდერობს. ის ერთადერთია ამ მომენტისთვის, ვისაც 100 %-ანი შედეგი აქვს. 

თავისი შეხვედრა მოიგო ლევანის კონკურენტმა, ლეგენდარულმა ჰაკუჰომ, რომელსაც ბალანსი 7:1-ზე გაუხდა. 

ხვალ, ქართველის მეტოქე მესამე მაეგაშირა დაიეიშო იქნება.

იხილეთ ბრძოლის ვიდეო: https://www.facebook.com/SportClubAjaratv/videos/2012188925687481/

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში