უკვე 7 თვეა ქედაში, სამი სოფლის დამაკავშირებელი ერთ-ერთი გზა ჩაკეტილია. მიზეზი მდინარის ადიდებაა, რომელმაც კალაპოტი გასული წლის შემოდგომაზე შეიცვალა.
ადგილობრივები გზის აღდგენას ითხოვენ, თუმცა ამისთვის, როგორც მერიაში ამბობენ, აუცილებელია კერძო მესაკუთრეების ტერიტორიაზე შესვლა და გზისთვის რამდენიმე მეტრით ადგილის შეცვლა, ამას კი ჯერ-ჯერობით მოქალაქეების ნაწილი არ თანხმდება.