''კორდონს გავარღვევთ, პლაკატებს დავუხევთ და სახლში გავყრით'' - გურამ ფალავანდიშვილი

17 მაისი 2018, 00:00 2556 ნახვა

''ბავშვთა უფლებების დაცვის'' საზოგადოების ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ თუ მოქალაქეები შეიკრიბებიან და ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციას გამართავენ, ისინი პოლიციის კორდონს გაარღვევენ, მონაწილეებს პალატებს დაუხევენ და სახლში გაუშვებენ. 

გურამ ფალავანდიშვილის თქმით, ''შვილების გარყვნისკენ მოწოდებას არ დაუშვებენ''. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ნებისმიერ ადგილას მივლენ და აქციას დაშლიან. 

''ჩვენ ვართ მრევლის ნაწილი, რომლებიც ვიცავთ შვილების უფლებებს, რომ ისინი ბინძური ქადაგებით  არ წაბილწონ. თუ დავუშვებთ თავისუფალ სოდომისტურ გამოხატვის უფლებას, მაშინ მოხდება ქორწინებები, შვილად აყვანები, რაც ევროპაშია. თუ გავიგებთ, რომ სადმე იკრიბებიან სოდომიტების მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები, ხალხის მტრები, გინდა თბილისის გარეთ იყოს, მაინც წავალთ. თუ პოლიცია დაატყამს წრეს და ისინი მოახერხებენ ტელევიზიებით აქციის გაშუქებას, ჩვენ ხელს შევუშლით. უნდათ, რომ გაფერადნენგაირყვნან და გათახსირდნენ. ამას არ დავუშვებთ. კორდონს გავარღვევთ, პლაკატებს დავუხევთ და გავყრით სახლში. ფიზიკურ შეურაცყოფას და ჩაქოლვას არ ვაპირებთ. ჩვენ მათ დავშლით'' - ამბობს ''ბავშვთა უფლებების დაცვის'' წევრი. 

გურამ ფალავანდიშვილი მთავრობის გადადგომასაც ითხოვს. ამბობს, რომ ხელისუფლება ლგბტ პირებს მხარს უჭერს, რაც არაეროვნული და არასახელმწიფოებრივია

თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან მისასვლელი ყველა ჩიხი პოლიციის ლენტებით არის გადაკეტილი.

შსს-მ გუშინ განაცხადეს, რომ ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს -17 მაისს, ​აქციების მშვიდობიანად ჩატარებას სამართალდამცველები უზრუნველყოფენ.  

ცივილიზებული სამყარო ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს და ლგბტ თემს სოლიდარობას უცხადებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში