კობახიძე: ''21-ე საუკუნეში უხეშად ირღვევა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი''

16 მაისი 2018, 00:00 1902 ნახვა

“21-ე საუკუნეში კვლავ უხეშად ირღვევა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა” – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურას, არამედ მნიშვნელოვნად აფერხებს პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს შავი ზღვის რეგიონში.

ამავე კატეგორიაში