პირდაპირ ეთერში ვრთავთ შეკვეთილს, სადაც საკონცერტო დარბაზის „ბლექ-სი არენას” სახელმწიფოსთვის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი იწყება.
შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი 8 ათას 700-მდე სტუმრის მიღებას შეძლებს. სივრცე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სრულად ადაპტირებულია. ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, მოძრავი სახურავი კი ამინდზეა მორგებული. საკონცერტო დარბაზის მშენებლობა 2008-2009 წლებში ფონდ „ქართუ“-ს ინიციატივით დაიწყო, მშენებლობაში ფონდმა 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ობიექტის გახსნა ივლისის ბოლოს იგეგმება.