‘’თეთრი ხმაურის მოძრაობის’’ წევრები და სახალხო დამცველი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ.
შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატს სპეცოპერაციის მიმდინარეობისა და მოქალაქეების დაკავების ვიდეოკადრებს გადასცემენ.
‘’ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველი როლი იქნება მნიშვნელოვანი. მე შევთავაზე ორგანიზატორებს, ყველა საჩივარი ომბუდსმენის აპარატში შემოიტანონ და თითეულ მათგანს შევისწავლით. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოკადრებს გადმოგვცემს, როგორც სპეცოპერაციის მიმდინარეობის, ასევე აქციის მონაწილეების დაკავების ამსახველს''.
ომბუდსმენი ამბობს, რომ გიორგი გახარია მზად არის თითეული ფაქტი ინდივიდუალურად იყოს შესწავლილი.
სახალხო დამცველის თქმით, მონაწილეებმა შეკითხვები ‘’ბასიანსა’’ და კაფე გალერიში’’ ჩატარებულ სპეცოპერაციაზეც დასვეს.
''მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიციას სპეცოპერაციის ჩატარების ლეგიტიმური უფლება ჰქონდა, რადგან იყო ინფორმაცია რომ ადგილზე ნარკოტიკები საღდებოდა. ამოღებულია ვიდეომასალაც, რომელიც ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.''
რაც შეეხება შეხვედრის სხვა დეტალებს. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით ყველა მხარეს ერთნაირი მიდგომა აქვს. სახელმწიფო ნარკოტიკების რეალიზატორებს უნდა ებრძოლოს.
სახალხო დამცველის თქმით, ორი ჯგუფი შეიქმნება, რომელთაგან ერთ-ერთი ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე იმუშავებს.