ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

14 მაისი 2018, 00:00 2314 ნახვა

ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 11:30-ზეა ჩანიშნული. სასამართლო დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. 

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, რვავე პირის მიმართ, ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. აღკვეთის ღონისძიების საკითხს მოსამართლე დავით კურტანიძე განიხილავს. საქმის მასალები უკვე გადასცეს ბრალდებული პირების ადვოკატებსაც.

ბრალდებულების ადვოკატები გირაოს შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 მაისს, გამთენიისას, კლუბებში „ბასიანსა“ და ''კაფე გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას ვიდეოჩანაწერები გააჩნია. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში