აჭარის ტურიზმის დეპარატმენტის ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უპრეცედენტო რაოდენობის ფრენებია დაგეგმილი. 300-ზე მეტი ავიარეისი მარტო ივლისში 22 მიმართულებიდან. ფრენები ძირითადათ თურქეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, ირანიდან და რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდება. ამ ქვეყნებიდან ფრენებს უკვე მოქმედ ავიაკომპანიებთან ერთად 7 ახალი ავიაკომპანია ასრულებს. "2016 წლის 5 თვის მონაცემებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სულ 788 ავია რეისი განხორციელდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 34,9%-იან მატებას გულისხმობს. რაც შეეხება მგზავრთა რაოდენობას- იანვარ-მაისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 54 ათას 429 მგზავრი ჩამოფრინდა, რაც შარშანდელთან შედარებით 32,95% -იანი ზრდაა.