სასტუმრო “არმაზის” საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი გრძელდება

13 მაისი 2018, 00:00 2711 ნახვა

სასტუმრო “არმაზის” საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი გრძელდება. დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით სასტუმროს თანამშრომლები დაიკითხნენ. სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში მოწმე მზარეულმა აღნიშნა, რომ ზაზა ართმელაძე არც სასტუმროს მფლობელი და არც სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი არ იყო. მისივე ინფორმაციით, ხანძრის მეორე დღეს ერთ-ერთი გარდაცვლილის და ამბობდა, რომ ოთახის კარი, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ, მან ჩაკეტა. პროკურატურასთან კითხვები აქვთ დაზარალებულებს. მათი თქმით, უწყებამ მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქმე პედაგოგების წინააღმდეგაც აღიძრა, თუმცა როგორც აცხადებენ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

პროკურორს დღეს კომენტარი არ გაუკეთებია. პედაგოგების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია არ აქვს არც დაცვის მხარეს. დაზარალებულები გამოძიების ვერსიას არ ეთანხმებიან და ჯგუფის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. ადვოკატების განცხადებით, საგამოძიებო უწყებაში მოწმეების დაკითხვის დროს ადგილი ჰქონდა ზეწოლას. არ არის გამორიცხული, დაცვის მხარემ პროკურორის აცილების შუამდგომლობა დააყენოს. არის თუ არა პედაგოგების წინააღმდეგ საქმე აღძრული, პროკურატურაში გვითხრეს, რომ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში