გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბათუმი -ახალციხის 37-ე კილომეტრზე. ქედის შესასვლელში გზის სივიწროვის გამო საფრთხე ფეხით მოსიარულეებსა და ავტომანქანებს ექმნებოდა. სამუშაოების ღირებულება მილიონ 200 ათასი ლარია და ის 7 ივნისს უნდა დასრულდეს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გზის გაფართოვების სამუშაოები მხოლოდ ამ მონაკვეთზე მიმდინარეობს, პარალელურად მიმდინარეობს დარჩენილი ლოკაციების შესწავლა.