აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

12 მაისი 2018, 00:00 1887 ნახვა

თბილისში, რუთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს პოლიციამ გზის სავალი ნაწილი მთლიანად დაუთმო. შეკრებილებმა რუსთაველის გამზირი სრულად გადაკეტეს.

ისინი სამართალდამცველებს სთხოვდნენ, მათთვის მთელი პერიმეტრის დაკავების საშუალება მიეცათ. აქციის მონაწილეებმა,  გზის დათმობისთვის პოლიციელებს მადლობაც გადაუხადეს.

“ეს არის პოლიცია სწორი ქმედება და არა ის, რაც გუშინ ჩაიდინეთ. ქალაქის ცენტრი პარალიზებულია. ის გვიკავია ჩვენ. ახლა ის დროა, მოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და გაგვცენ პასუხები,'' - განაცხადა ''თეთრი ხმაურის მოძრაობის"' წევრმა ბექა წიქარიშვილმა.

თბილისში, პარლამენტთან აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის გავდივართ გარეთ“ 15:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. 

აქციის მონაწილეები კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. ისინი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა და პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას ითხოვენ.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 მოქალაქე.

 

ამავე კატეგორიაში