''ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ'' - დაანონსებული აქცია ბათუმში

12 მაისი 2018, 00:00 2169 ნახვა

“ჩვენ ერთად ვცეკვავთ, ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ" – ამ სახელწოდების აქციით ბათუმში ევროპის მოედანზე ორგანიზატორები თბილისში ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ფორმებს და ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ. 

''ხალხთან ომი უნდა დასრულდეს'', ''ძირს ძალადობა'' - ამ შეძახილებით ბათუმელი ახალგაზრდები თბილისში მიმდინარე სოლიდარობის აქციას უერთდებიან. 

 აქცია, სოციალურ ქსელში დღეს დილით დაიგეგმა. 

კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, დაგეგმილი იყო, მძიმე და სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებების გასაღება, რასაც შესაძლოა კვლავ მოჰყოლოდა სიცოცხლისათვის საშიში შედეგი.

 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი