ბათუმში, ევროპის (ერას) მოედანზე პოლიციის რამდენიმე თანამშრომელია მობილიზებული. ფორმიანი და სამოქალაქო ტანისამოსში ჩაცმული უწყების თანამშრომლები, სავარაუდოდ, 15:00 საათზე ჩანიშნულ აქციის გამო მივიდნენ ტერიტორიაზე.
სოციალურ ქსელში, დილით აქცია დაანონსდა, სადაც ბათუმელი ახალგაზრდები, თბილისისა და ქუთაისის მსგავსად, გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის ფორმებს და ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას გააპროტესტებენ.
პოლიციელები ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობენ, ამბობენ რომ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებენ.