''მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ რთულ ეტაპზე, დაგვთანხმდა გუნდს უხელმძღვანელოს'' - პრემიერი

11 მაისი 2018, 00:00 2918 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ყრილობაზე გამოსვლა სამადლობელი სიტყვით დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს"  თავმჯდომარეობაზე თანხმობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. 

''მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ რთულ ეტაპზე დაგვთანხმდა უხელმძღვანელოს გუნდს'' - თქვა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ''ქართულმა ოცნებამ'' ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საკმაოდ რთული გზა გაიარა, ბევრ პრობლემას შეეჭიდა და გადაჭრა კიდეც. 

''პარტია რომელიც უმრავლესობით არის წარმოდგენილი, სახელმწიფოს მართვის ყველა რგოლში, აღმასრულებელ, ადგილობრივ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში საჭიროებს მეტ სიმტკიცეს და ახლებურ მიდგომას. აუცილებელია პარტია ​''ქართული ოცნება'' გრძელვადიან პერსპექტივის მქონე ძლიერ ინსტიტუციად ჩამოყალიბდეს, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე მთლიანი ციკლის განმავლობაში იმუშავებს სრული დატვირთვით და ორიენტირებული იქნება განვითარებაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების გათვალისწინებით'' - ამბობს პრემიერი.

მთავრობის მეთაურმა საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაზე უფრო ახლოს არის ევროკავშირთან და ნატოსთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

„2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენმა გუნდმა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის, შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის და 2016 წლიდან ჩემი მეთაურობით, უმთავრეს პრიორიტეტად დავისახეთ ადამიანის ყველა ძირითადი უფლების დაცვა. სიტყვისა და გამოხატვის, არჩევანის თავისუფლება, სასამართლოსა და მედიის თავისუფლება, სიცოცხლისა და საკუთრების უფლება - დემოკრატიული სახელმწიფოს ამ ფუნდამენტური ღირებულებების განუხრელი დაცვა იყო და არის ჩვენი მმართველობის უმთავრესი მონაპოვარი.''

„ქართული ოცნების“ დელეგატებმა ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, აღნიშნულ პოსტზე მოქმედი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი