დღეს, 11 მაისს, საქართელოს ეროვნული ლიგა 2-ის მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართება.
ბათუმის „დინამო“ სტუმრად ჩემპიონატის ლიდერ „ვიტ ჯორჯიას“ 17 საათზე შეხვდება, ხოლო აუტსაიდერი ქობულეთის „შუქურა“ ანგისას ბაზაზე „ცხინვალს“ 18:30 საათზე უმასპინძლებს.
ამ მომენტისთვის „დინამოს“ 18 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე იმყოფება, მეორე ადგილზე "ნორჩი დინამოა" რომელიც ბათუმელებს გატანილი ბურთებით ჯობნის, ხოლო პირველ ადგილს 21 ქულით "ვიტ ჯორჯია" იკავებს.