დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, სხვისი ქონების მისაკუთრების მიზნით, ნდობაში შევიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან და დაარწმუნა იგი, თითქოსდა ის ინტერპოლის მაღალჩინოსანი იყო.
ბრალდებულმა მოქალაქეს 5 ათასი დოლარი გამოართვა და დაპირდა, რომ მაღალი რანგის თანამდებობის პირების მეშვეობით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შესყიდვაში დაეხმარებოდა.