სპორტი მთავარში

10 მაისი 2018, 00:00 1810 ნახვა

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა ჩატარდა დღეს სასტუმრო ბილტმორში სადაც გარკვეული შეფერხების შემდეგ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებიც დაუშვეს. მოგვიანებით კი ნაკრების წევრებმა ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს და აღნიშნეს რომ ფედერაციის პრეზიდენტი ძიუდოისტების კითხვებს არ პასუხობდა. ყრილობაზე კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ  განაცხადა, რომ ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებას სპეციალური კომისია შეისწავლის, რომელშიც კულტურის სამინისტროს, პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წევრები გაერთიანდებიან. ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი საქმიანობის ანგარიშიც წარადგინა, მოგვიანებით კი ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და მზად არის, ძიუდოისტების ბრალდებებს ნებისმიერ ფორმატში გასცეს პასუხი. დღეს საღამოს კი ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და ძიუდოისტების იმ ნაწილმა, რომლებიც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ, საგანგებო განცხადება გაავრცელეს და საზოგადოებას ის კითხვები გააცნეს რაც მათ ქევხიშვილთან გააჩნიათ. კითხვების ძირითადი ნაწილი ფინანსებს ეხება. 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და ესპანური "ბასკონიას" მძიმე ფორვარდი თორნიკე შენგელია  ევროლიგის 2017/18 წლების სეზონის საუკეთესო ხუთეულის სიაში მოხვდა. "თოკო შენგელიამ კარიერის საუკეთესო სეზონი ჩაატარა და ბასკონიას ლიდერად მოგვევლინა“ წერია ევროლიგის ოფიციალურ ვებ გევრდზე სადაც თორნიკეს სტატისკური მაჩვენებლებიც არის ხაზგასმული. მატჩში საშუალოდ 13,7 ქულა, ამ სეზონში მძიმე ფორვარდებს შორის საუკეთესო შედეგია, ბასკონიას ქართველ კალათბურთელს კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ორქულიანების სიზუსტესა და პასებშიც. შენგელიას "ბასკონია" ამ სეზონში ევროლიგის საუკეთესო 8 გუნდში მოხვდა, თუმცა "ფენერბახჩესთან" 4-მატჩიან სერიაში 3:1 დამარცხდა. თოკოს გარდა საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ ნიკ კალათესი  ნანდო დე კოლო იან ვესელი და ლუკა დონჩიჩი

გუშინ ტურინის იუვენტუსის ტრიუმფით დასრულდა იტალიის თასის ფინალური მატჩი რომში, სტადიო ოლიმპიკოზე. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ფინალში მილანი ანგარიშით 4;0 გაანადგურა, ოთხივე გოლი ტურინელებმა მეორე ტაიმში გაიტანეს. დუბლი მეჰდი ბენატიას ანგარიშზეა, ერთი გოლი დუგლაშ კოშტამ გაიტანა, წერტილი კი ავტოგოლით ნიკო კალინიჩმა დასვა, იუვენტუსმა კოპა იტალია ზედიზედ მეოთხედ მოიგო. ბებერ ქალბატონს ეს ტიტული სულ 13-ჯერ აქვს მოგებული და დიდი ალბათობით წელს იტალიის ჩემპიონობასაც იზეიმებს, სერია A-ს დასრულებამდე ორი ტურით ადრე, “იუვენტუსი” ლიდერია და მხოლოდ ერთი ქულა სჭირდება იმისთვის, რომ ჩემპიონის ტიტული დაიცვას. 

არგენტინაში კი ქვეყნის ჩემპიონის ვინაობა პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გახდა ცნობილი.  ზეიდიზედ მეორედ ეს ტიტული ბოკა ხუნიროსმა მოიგო.  გილერმო ბაროს სკელოტის გუნდმა “ხიმნასია ლა პლატასთან” სტუმრად ფრე 2:2 ითამაშა და მის უახლოეს მდევარ გოდოი კრუზს  4 ქულით გაუსწრო. ბოკა ხუნიორსი” ისტორიაში 33-ედ გახდა არგენტინის ჩემპიონი და ამ მხრივ მას მხოლოდ თანაქალაქელი “რივერ პლეიტი” აღემატება, რომელსაც 36-ჯერ აქვს მოპოვებული ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. 

ამავე კატეგორიაში