აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პროექტები

10 მაისი 2018, 00:00 2210 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია გამართა. მინისტრმა საინვესტიციო გარემოზე და საბიუჯეტო პროცესებზე ისაუბრა.

გარკვეული შენიშვნები ჰქონდათ მესამე სექტორის წარმომადგენლებს.  “ეს ბათუმის კი არა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა”– ასე მიმართა დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ უწყების მინისტრს. არჩილ ხახუტაიშვილი დაინტერესდა, რატომ არ ექცევა სათანადო ყურადღება მუნიციპალიტეტებს ტრანსფერების სახით. რამაზ ბოლქვაძემ განმარტება გააკეთა და რეგიონის საინვესტიციო გარემოს, ქონების ეფექტური მართვის მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებს გაუსვა ხაზი.

მესამე სექტორის ლიდერებმა ასევე გონიოს პოლიგონის, ცეცხლაურის ნაგავსაყრელის მშენებლობის გამო გასაცემი კომპენსაციებისა და მუნიციპალური ტრანსფერების შესახებ დასვეს კითხვები. დაანონსდა ახალი ბიზნეს პროგრამა - „იდეებიდან  წარმატებამდე“ რომლის ბიუჯეტიც – 429 ათას  38 ლარია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი