ბათუმი ჭადრაკში საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. ტურნირში 11 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, როგორც 8-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდები, ასევე უმაღლესი კატეგორიის დიდოსტატები. ტურნირის დასკვნითი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია ხვალ გაიმართება. შეჯიბრება ბათუმის მერიის ხელშეწყობით ტარდება.