ტურნირი ძიუდოში

09 ივლისი 2016, 00:00 2223 ნახვა

ხელვაჩაურში სასპორტო სკოლაში გოგონათა შორის ძიუდოში ტურნირი დაიწყო. შეჯიბრში ორი კატეგორიის სხვადასხვა რეგიონის ჯგუფები მონაწილეობენ. ტურნირი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან. სპორტული შეჯიბრი ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის ორგანიზებით ტარდება. 

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში