სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოკლორული ანსამბლების ოლიმპიადა

09 მაისი 2018, 00:00 3200 ნახვა

სიმღერის და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა გაიმართა ბათუმის მუსიკალურ ცენტრში.  მასში  სახელოვნებო სკოლების, კულტურის ცენტრების და საჯარო სკოლების საგუნდო და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ასევე ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

გამოვლინდნენ გამარჯვებული ანსამბლები, რომლებსაც სამინისტროს პროგრამის ,,არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაციის“  ფარგლებში სასცენო კოსტიუმები გადაეცათ. საპრიზო ადგილზე გასულებს დაუფინანსდებათ გასტროლი 10 ათასი ლარის ოდენობით. ოლიმპიადის მიზანი ქართული ხალხური სიმღერის და ცეკვის პოპულარიზაციაა. ღონისძიება აჭარის კულტურის და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი