ტატუნაშვილის საქმე - სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში

08 მაისი 2018, 00:00 2072 ნახვა

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს ინდივიდუალური სარჩელით მიმართავს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ გაიმართა.

ტატუნაშვილის მამას კითხვები აქვს ექსპერტიზასთან დაკავშირებით, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად იყო ნაწამები და დასკვნაში ამის ასახვას, შინაგანი ორგანოების გადმოცემა არ სჭირდებოდა.

გიორგი ტატუნაშვილი ექპერტიზის შედეგების გაცნობას ითხოვს. პარალელურად „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ხელისუფლებისგან საქმის დროულ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვს.

ამ საქმის გამოძიებას ღირსების საქმე უწოდა პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ გიორგი  მარგველაშვილის დავალებით ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატებს შეხვდა. კოჟორიძემაც აქცენტი სტრასბურგისთვის მიმართვაზე გააკეთა.

ცნობილია რომ ევროსასამართლოსთვის მიმართვას საქართველოს ხელისუფლება გეგმავს, სადაც მოპასუხე რუსეთის ფედერაცია იქნება. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი