ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გაიხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი ორი პირი დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, რომლის მიხედვით, დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას ინტერნეტის გამოყენებით ახდენდნენ.