''ევროპული საქართველო'' მუნიციპალური განვითარების ფონდს კორუფციაში ადანაშაულებს

08 მაისი 2018, 00:00 1751 ნახვა

პარტია ''ევროპული საქართველოს'' წევრები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს კორუფციაში ადანაშაულებს.   რაულ თავართქილაძემ განცხადება ქობულეთში მიმდინარე ჯებირების მშენებლობის პროექტზე გააკეთა. მისი თქმით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შპს „ალიანსს“ არ ჰქონდა სამუშაოების განსახორციელებლად შესაბამისი გამოცდილება სამუშაოები ვერ შეასრულა.

მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ საკითხზე განცხადება უკვე გაკეთდა. 2 კვირის წინ მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ კონტრაქტორ კომპანიას ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პასუხი მოეთხოვება,  სამუშაოებს კი 2 მაისიდან სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ასრულებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი