აჭარაში დიდი ოდენობით იარაღის ამოღების საქმე-სასამართლო პროცესი

07 მაისი 2018, 00:00 2367 ნახვა

ბათუმსა და ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღების  საქმე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი და მეზობელი, სადაც  გამოძიების ინფორმაციით ბათუმში ბრალდებული იარაღს ინახავდა.

მოსამართლე ლევან გელოვანმა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ განმარტა, რომ საქმეში  ახალი გარემოება არ იკვეთება. 

ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ დაკითხული მოწმეებიდან არცერთი არ ადასტურებს, რომ ქობულეთსა  და ბათუმში ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა მის დაცვის ქვეშ ეკუთვნოდა. ადვოკატს მიაჩნია, რომ  გამოძიებამ  ბრალდებული ვარაუდისა და ეჭვების საფუძველზე დააკავა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი