ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებული პაკეტის განხილვა ერთი თვით გადავადდა

07 მაისი 2018, 00:00 2322 ნახვა

პარლამენტი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტს უახლოესი ერთი თვე არ განიხილავს.

პაკეტის განხილვის ვადის გადაწევა ისევ უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის ინიციატივა იყო. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ახალი ნარკოტიკული საშუალებები, რომელთაც ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა, მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ ვრცელდება და იგი რეალურად არის სასიკვდილო შხამი და რამდენიმე საათში კლავს.  

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო განგაშის ზარებია შემოსაკრავი. ბოლო რამდენიმე დღეში უცნობი ნარკოტიკული ნივთიერებით 4 ადამიანი გარდაიცვალა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი