,,ახალი ნარკოტიკული საშუალებები, რომელთაც ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა, მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ ვრცელდება ”-აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
აკაკი ზოიძის განცხადებით ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა რამდენიმე კვირაში დასრულდება. მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო განგაშის ზარებია შემოსაკრავი.