სასამართლო სასტუმრო ''არმაზის'' საქმეზე იმსჯელებს, სადაც მთავარი ბრალდებული გარდაცვლილია

07 მაისი 2018, 00:00 2792 ნახვა

დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სასტუმრო "არმაზში" მომხდარი ხანძრის საქმეზე პროცესი განახლდება. 

მოსამართლე ლევან გელოვანი, ქობულეთში 3 წლის წინ, სასტუმრო "არმაზში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული სამი არასრულწლოვანის  საქმეს დაუბრუნდება, მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების წესების დარღვევაში  ბრალდებული გარდაცვლილია. 

საქმის პროკურორი ამბობს, რომ  ვინაიდან ბრალდებული დაიღუპა (სუიციდის ფაქტი), მხარეების შეთანხმებით შეიძლება სასამართლო პროცესი შეწყდეს, თუმცა არც ერთი მხარე პროცესის შეწყვეტის მომხრე არ არის.

ერთი წლის წინ, ბრალდებულმა ზაზა ართმელაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, გამოძიება მას 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 

სასამართლო პროცესი, დღეს, 7 მაისს, 12 საათზეა ჩანიშნული. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი