ახალსოფელში სამანიპულაციო ჭაში პირუტყვი ჩავარდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მსხვილფეხა რქოსანი რამდენიმე კვირის წინ აღმოაჩინეს, თუმცა მისი ამოყვანა ვერ შეძლეს.
შპს ''ბათუმის წყალში'' ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სპეცტექნიკა მაშინ გააგზავნეს, როდესაც მერიისგან შეტყობინება შევიდა. უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნულ ჭას სასმელ წყალთან შეხება არა აქვს.