ჯანდაცვის სამინსიტროს საშუალოვადიანი გეგმის საჯარო განხილვა

05 მაისი 2018, 00:00 1461 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უწყების მიერ  მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაგეგმილი პრიორიტეტები განიხილეს. სამინისტრო 31 ქვეპროგრამას განახორციელებს.  კერძოდ, მიმდინარე პროგრამები  მომავალ წელსაც გაგრძელდება, ზოგიერთ პროგრამაში  კი ბენეფიციარების რიცხვი გაიზრდება. სოციალური დაცვის მიმართულებით  არსებულს კიდევ ერთი ახალი პროგრამა დაემატება. 2019 წელს სამინისტროს ბიუჯეტი მილიონ ნახევრით გაიზრდება და 17 მილიონს გადააჭარბებს.

შეხვედრაზე აჭარის დასაქმების სააგენტოს სამომავლო პრიორიტეტებიც განიხილეს.  სააგენტო კვლავ გააგრძელებს „დასაქმების ხელშეწყობის უზრუნველყოფის“, „შშმ პირთა გადამზადებისა და დასაქმების „კვალიფიკაციის ამაღლების და სტუდენტთა დასაქმების პროგრამებს. იგეგმება საკრუიზო სფეროში დასაქმების მსურველთა უცხო ქვეყნების შესაბამის კომპანიებთან დაკავშირების ხელშეწყობა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი