ევროპის დღეები საქართველოში. რიყის პარკში ცის ქვეშ მოეწყო „ევრო სოფელი“ სადაც უვიზო მიმოსვლით მოგზაურობის წესებზე სიმულაციური დადგმა მოეწყობა. იმიტირებულ პასპორტში ბეჭდის ჩარტყმის შემდეგ მოქალაქეები სიმბოლურად გადალახავენ საზღვარს, რის შემდეგაც მოხვდებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
სტუმრებს ასევე საშუალება აქვთ, სხვადასხვა შემეცნებით, გასართობ და სპორტულ ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა. ევროპის დღეების ფარგლებში რეგიონებში მოეწყობა, ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისა და მერებისათვის, ასევე, საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტებსა და სკოლებში. გაიმართება გამოფენები, დებატები. ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილია პროექტი სტუდენტებისთვის და სასწავლო ვიზიტები ახალგაზრდებისთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან. „ევროპის დღეები 2018“ 22 მაისამდე გაგრძელდება.