აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში, ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა გუშინ ბათუმში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, მოლარეს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა. შემთხვევის ადგილის ახლოს მდებარე მაღაზიის თანამშრომლებმა მისი შეჩერება სცადეს, თუმცა მან გაქცევა მოახერხა. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.