“ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”-სამშვიდობო ინიციატივა პირველი მოსმენით მიიღეს

05 მაისი 2018, 00:00 2056 ნახვა

“ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”-მთავრობის სამშვიდობო ინიცატივაზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში კვლავ გაგრძელდება. ინიციატივა პირველი მოსმენით მიღებულია. ცვლილებებს მხარდაჭერა მმართველმა ძალამ გამოუცხადა. განხილვას არ დასწრებია საპარლამენტო ოპოზიცია.  

საქართველოს ხელისუფლება რამდენიმე პუნქტში გაწერილი ინიციატივით ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას გეგმავს. სამშვიდობო ინიციატივა სამ  მიმართულებას მოიცავს.  მათ შორისაა გამყოფი ხაზების გასწვრივ სხვადასხვა სახის ურთიერთობების წახალისება, მათ შორის ვაჭრობის, ასევე განათლების ხელმისაწვდომობა და შეუზღუდავი მიმოსვლით ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისათვის.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში