სახალხო დამცველი მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა სოციალური მდგომარეობის შეფასების და სოციალური დაცვის პროგრამა შეიმუშაოს.
ომბუდსმენმა დღეს ანგარიში წარმოადგინა, რომელშიც საუბარია რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია გალის რაიონში შექმნილი მდგომარეობა, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად მოსახლეობას ეზღუდებათ საბაზისო საჭიროებები.