პრეზიდენტი პარლამენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

04 მაისი 2018, 00:00 2168 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი პროკურატურისაგან პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, ირაკლი კობახიძე უნდა გამოცხადდეს პროკურატურაში და სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია, რასაც იგი ფლობს პრეზიდენტთან დაკავშირებით შეწყალებების შესახებ კორუფციულ ბრალდებებზე.

ფიქრია ჩიხრაძეს მმართველ გუნდში უპასუხეს. მამუკა მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პოლიტიკურ შეფასებებზე არგუმენტირებული პასუხები უნდა გასცეს.

მდინარაძე ამბობს, რომ შეწყალებებზე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება სწორი და არგუმენტირებული პოლიტიკური შეფასება იყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი