ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე ახალი სპორტული ბაზა შენდება

03 მაისი 2018, 00:00 2778 ნახვა

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე ახალი სპორტული ბაზა შენდება. აქ, ბასკოს ტერიტორიაზე დანგრეული დარბაზის სანაცვლოდ კომპლექსი მოეწყობა, სადაც სპორტის 10-ზე მეტი სახეობის სექცია განთავსდება. 3 400 მაყურებელზე გათვლილი თანამდეროვე სტანდარტის კომპლექსი ფუნქციურ სივრცეებსაც მოიცავს. ბაზა შეზღუდული შესაძლებლობსი მქონე პირებისთვისაა ადაპტირებული.

პროექტის ღირებულება 62 მილიონი ლარია. მისი მშენებლობა ერთ წელში უნდა დასრულდეს. ამ ეტაპზე, საძირკვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ეკონომიკის მინისტრთან ერთად დაათვალიერა. ზურაბ პატარაძის განცხადებით, პროექტი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას და გაზრდის რეგიონში სპორტული ტურიზმის პოტენციალს.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი