“ჩემი პირველი არჩევნები” – აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია საჯარო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში საინფორმაციო სასწავლო პროექტს განახორციელებს. პროექტის მიზანი მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და საარჩევნო კულტურის განვითარებაა.
თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც პროექტი დაიწყება, აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიასა და განათლების სამინისტროს შორის გაფორმდა.