პრეზიდენტის რანგში მარგველაშვილი ბოლო ანგარიშს წარადგენს

02 მაისი 2018, 00:00 2125 ნახვა

დღეს, 2 მაისს, გიორგი მარგველაშვილი, 12 საათზე პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს. ამ საპრეზიდენტო ვადაში, ეს მისი ბოლო ანგარიში იქნება. 

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, პოლიტიკური დებატები გაიმართება. 

პოლიტიკური დებატების ფორმატი დეპუტატებს საშუალებას მისცემს, პრეზიდენტის გამოსვლაზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირონ.

პოლიტიკური დებატების დროს უმრავლესობასა და უმცირესობას 45-45 წუთი ექნებათ, ფრაქციებს 15-15, ხოლო დამოუკიდებელ დეპუტატს პოზიციის დასაფიქსირებლად 5 წუთი მიეცემათ.

პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრებიან.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი